5 პირველი ქართული ეკლესია – ისტორია, რომელიც უნდა ვიცოდეთ

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამ IV საუკუნეში ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურას მიზნად ახალი მოთხოვნები დაუსახა, – ახალი ეკლესიები უნდა აშენებულიყო. თავიდან ბაზილიკები იგებოდა, რომლებიც ქართულ ტრადიციებთან იყო შერწყმული და IV-დან VI საუკუნის ჩათვლით, ამ ტიპის რამდენიმე ეკლესია კიდეც აშენდა.

ძველი შუამთა
ეს ტაძარი კახეთში, თელავიდან 7 კმ-ში, ტყეში V საუკუნეშია აგებული. ალაზნის ხეობის ზედა პლატოზე გაშლილია სამონასტრო კომპლექსის სამი ეკლესია, მათ შორის უძველესი – V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკა და ჯვრის ფორმის 2 ეკლესიაა. ორივე რიყის ქვითაა ნაგები.

XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახეთის მეფის ლევან II-ის (1520-1570) მეუღლემ თინათინ გურიელის ასულმა შუამთის ახალი მონასტერი დაარსა. აგურით ნაგები ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია, შიგნით – მოხატულია, რომელიც ერეკლე II-მ განაახლა. კომპლექსში სამრეკლო და სხვა ნაგებობები შედის.

ბოლნისის სიონი
სამთავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობათა შორის ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ძეგლია. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში. ჩრდილოეთით, ერთ-ერთი შესასვლელის თავზე არის წარწერა, რომლის მიხედვითაც (478-493 წლებში) შემონახულია საქართველოში არსებული უძველესი წარწერა. ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV საუკუნის ბოლო წლებში ელია მთავარეპისკოპოსს აუგია. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად დავითია მიჩნეული, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით, XVII საუკუნის სამრეკლოა შემონახული. ბოლნისის სიონი XVII საუკუნეში რესტავრირებული და შეკეთებულია. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოების შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. რეტავრაცია 1967-1969 წლებშიც ჩატარდა. ბოლნისის სიონში თავიდანვე მწიგნობრული საქმიანობა იყო გაჩაღებული. დღეს კი ის ბოლნისი ეპარქიის ნაწილია.

ურბნისი
მდებარეობს ქართლში, სოფელ ურბნისთან. წარწერების შესწავლის საფუძველზე, ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება, სადაც მოხსენიებულები არიან ეკლესიის მშენებლები – კონსტანტინე და მამა მიქაელი. ტაძარი სამთავიანი ბაზილიკაა. ეკლესია თავდაპირველად აგებულია ურთიერთმორგებული ქვიშაქვით, ქვები სხვადასხვა ზომისაა, მაგრამ ჰორიზონტალობა დაცულია. IX საუკუნეში ეკლესიას რესტავრიცია გაუკეთდა. ურბნისის კომპლექსი გორის ეპარქიას ექვემდებარება და მოქმედია.

თბილისის ანჩისხატი
მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. XX საუკუნეში, რესტავრაციის დროს ორი ფილა აღმოაჩინეს, სადაც “ჯვრის ამაღლების” რელიეფთან ერთად, შემონახულა წარწერა, რომლის მიხედვითაც, ტაძარი X საუკუნის დასაწისში, ვახტანგ გორგასლის შვილის დაჩის მიერ, დედაქალაქის თბილისში გადმოტანისას აიგო. ტაძარი ერთ საუკუნეში, შემოსევების შედეგად ძალიან დაზარალებულა, მისი აღდგენისას მახლობლად კათოლიკოსისთვის რეზიდენცია აუგიათ. 1664 წელს ქართლის კათოლიკოსმა დომენტი III-მ თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან, ანჩის მონასტრიდან, ჩამოტანილი ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ხატის ახალ ადგილსამყოფელად საკათოლიკოსო ტაძარი – ყოვლადწმიდა მარიამის შობის ეკლესია – შეირჩა. სწორედ ამ დროიდან დამკვიდრდა მისი ახალი სახელი – ანჩისხატის ეკლესია.

ნეკრესი
მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში,  სოფელ შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დაარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, აბიბოსმა VI საუკუნეში. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ისტორიულ ძეგლს აერთიანებს. მისი მნიშვნელობა განსაზღვრულია შემდეგი ფაქტორებით: ერთი მხრივ საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა გაჩნდა. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოს სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს.

ამ მონასტერს უკავშირდება ლეგენდა: ცნობილია, რომ მუსლიმები ღორის ხორცს არ ჭამენ. ამიტომ, შაჰ-აბასის შემოსევის დროს, მონასტერში ღორები სამი დღით გამოკეტეს. როდესაც თათრები ახალი გაღვიძებულები იყვნენ, მიუსიეს. დამშეულ ღორებს ეგონათ, საჭმელად მივყავართო და გაეკიდნენ. ეს ამბავი შაჰ-აბასს მოახსენეს, რომელმაც ბრძანა, რომ მონასტრისთვის ალყა მოეხსნათ და იმ ადგილს აღარ გაკარებოდნენ.

ნეკრესში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქართველი მღვდელმთავრები წერდნენ და წიგნებს თარგმნიდნენ… ნეკრესის ეპარქია 1811 წელს გაუქმდა.

AMBEBI.GE
მოამზადა ლალი ფაციამ

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s